სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთისა და კახეთის რეგიონებში 2.5 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ღირებულების პროექტს მსოფლიო ბანკი და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა" განახორციელებს.
სამწლიანი პროექტი „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემების და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით იქნება განხორციელებული.
პროექტის მთავარ მიზანს კახეთისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც ტურიზმის განვითარებისა და ურბანული აღორძინების მიზნით მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტები მიმდინარეობს, ღარიბი და მოწყვლადი თემებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და მათი შემოსავლების გაზრდა წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში პროექტი წყალტუბოსა და ვანში რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში განხორცილედება.
მსოფლიო ბანკისა და და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა" - ს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება კახეთსა და იმერეთში მცხოვრებ 500 ოჯახს, განსაკუთრებით ქალებს, ახალი ბიზნესის დაწყებაში დაეხმარება. პროექტისგან პირდაპირ სარგებელს 2,700 ღარიბი და მოწყვლადი ადამიანი მიიღებს, მათ შორის დევნილები.
აღნიშნული გრანტი ადგილობრივ ღარიბ და მოწყვლად მოსახლეობას დამატებითი საგრანტო დაფინანსებით, საჭირო ცოდნითა და ინფორმაციით უზრუნველყოფს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |