სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის უფროსებს პროექტი "სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა" გააცნეს. შეხვედრას ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდა.
იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ხელნაკეთი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა გადაწყვიტა. "ვეფხისტყაოსანი" უკვე იწერება ჭიათურასა და საჩხერეში. პროექტში ყველა მუნიციპალიტეტის ჩართულობაა აუცილებელი. პოემის ერთი სტროფის გადაწერა ყველა პროფესიისა და ასაკის ადამიანს შეუძლია.
დღესვე, მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის უფროსებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური ფურცლები, კალმები და მელნები გადაეცათ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |