სიახლეები

,,თეატრალური იმერეთი 2016''

21 ივნისი, 2016

დღეს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ფესტივალ "თეატრალური იმერეთი 2016" – ის ფარგლებში მაყურებლის წინაშე ჭიათურის მუნიციპალიტეტის თეატრი პრემიერით წარსდგა. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი "გეტო" წარმოადგინა.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ. ”თეატრალური იმერეთი 2016" ორი კვირა გაგრძელდება და 18 სპექტაკლი იქნება ნაჩვენები.