სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის ლადომესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ფესტივალ "თეატრალური იმერეთი 2016" – ის გახსნის ცერემონია გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ ნიკოლოზ წულუკიძემ მიმართეს. ფესტივალი მესხიშვილის თეატრის სპექტაკლით "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გაიხსნა. წარმოდგენის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა.
იმერეთის რეგიონში "თეატრალური იმერეთი" უკვე მეშვიდედ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება. წელს არის სიახლეც, ფესტივალი უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო სახე მიიღო. იმერეთის მუნიციპალიტეტების სახალხო და პროფესიულ დასებს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობისადა პოლონეთის ქალაქ ტორუნის მუსიკალური თეატრებიც შეუერთდნენ.
"თეატრალური იმერეთი 2016" – ის ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში 18 სპექტაკლი ჩატარდება. ჟიური პრიზებს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს გადასცემს.
სპექტაკლები 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |