სიახლეები

ქუთაისში დამსახურებული რაგბისტის იუბილე აღინიშნა

20 ივნისი, 2016

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის რაგბსა და ფეხბურთში, ღირსების ორდენის კავალერის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის, დუგლას კავთელიშვილის, საიუბილეო საღამო გაიმართა. სპორტსმენს 70 წლის იუბილე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ მიულოცა და იუბილარს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ: ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ვეტერანი რაგბისტები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

დუგლას კავთელიშვილი ქუთაისის “დინამოში" თამაშობდა.  შემდეგ წლებში ქუთაისის “ტორპედოს” საფეხბურთო კლუბის გუნდის უფროსად მუშაობდა. 1987 წლიდან “აიას” მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით “აია” სსრკ –ს სამგზის ჩემპიონი (1987, 88, 89), თასის ორგზის მფლობელი (1987, 90) და საქართველოს სამგზის (1990, 91, 95) ჩემპიონი გახდა. 1994-95 წლებში იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.