სიახლეები

ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართა

19 ივნისი, 2016

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე  ცნობილი ტენორის ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართა. მსოფლიოში აღიარებული მომღერალი საქართველოში პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში იმყოფება. კონცერტში ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია და ვახტანგ კახიძის თბილისის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდა.

მსოფლიოში აღიარებული ტენორის კონცერტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრნენ.