სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ისრაელის ქალაქ კირიათ ბილიაკში იმყოფებოდნენ. ქართული დელეგაცია ისრაელში კირიათ ბიალიკის მერის ელი დუკორსკისა და ისრაელში ქართული კულტურისა და ხელოვნების ქომაგის შოთა წვენიაშვილის მიწვევით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარეს შეხვედრები ჰქონდა ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან იული ედელ შტეინთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ისრაელში პაატა კალანდაძესთან.
მხარეებმა ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს. მეგობრობის ოფიციალური ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და სხვადასხვა სფეროში აქტიურ თანამშრომლობას ისახავს მიზნად.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა დაღუპულ გმირთა ხსოვნის მონუმენტი გვირგვინით შეამკეს. ასევე, დელეგაციამ მოინახულა მაცხოვრის საფლავი, მდინარე იორდანე და ჯვრის მონასტერი.
ისრაელის ქალაქ კირიათ ბილიაკში სპეციალურად ქართული დელეგაციისათვის ღონისძიებაც გაიმართა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |