სიახლეები

ჭიათურის მუნიციპალიტეტში პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

16 ივნისი, 2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ სოფელ მანდაეთსა და სოფელ თვალუეთში, მიმდინარე წელს რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს. სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობისთვის 39 797 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ სოფლებში საბავშვო ბაღები ამ დრომდე არ არსებობდა.