სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში კონფერენცია „საქართველოს ქალაქები - ქვეყნის მამოძრავებლები“ გაიმართა. შეხვედრაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამინისტროების წამომადგენლები და ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.
მხარეებმა თვითმმართველობების შემდგომი განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების გზების შესახებ თავიანთი ხედვები წარმოადგინეს.
კონფერენციაზე ასევე, ქალაქ ქუთაისის განვითარების სტრატეგია „ქუთაისი 2020“–ის პრეზენტაცია მოეწყო. ქალაქის საშუალოვადიანი განვითარების 4 წლიან გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე 7 პუნქტიანი გეგმა ჩამოყალიბდა, რომელიც ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და ყველა პუნქტში ქუთაისს ლიდერის როლს აკისრებს.
დღესვე, კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თვითმმართველ ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |