სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „მაღალმთიანი რეგონების განვითარების შესახებ“ კანონზე იმსჯელეს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახაელიშილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და მოადგილეები ესწრებოდნენ.
მხარეებმა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი სულ 40 მუნიციპალიტეტის 1582 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა. კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. მეწარმე სუბიექტები კი, გადასახადისგან თავისუფლდებიან. აღნიშნული პირებისთვის ასევე, სპეციალური სოციალური პაკეტები ამოქმედდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |