სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "ვანელობა" მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, გამგებელი ზაზა ხურციძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის დღესთან დაკავშირებით ვანში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობა 200 ბავშვზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 381. 000 ლარით დაფინანსდა.
რაიონში ასევე, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ რეაბილიტირებული ცენტრალური საავადმყოფო ამოქმედდა. სამუშაოები „ჯიპიაი“ ჰოლდინგმა ჩაატარა, რომელმაც მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კლინიკაში შესაძლებელია როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული მკურნალობის ჩატარება. ვანის სამედიცინო დაწესებულებაში სრულად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, საავადმყოფო თნამედროვე სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. კლინიკაში 53 ადამიანია დასაქმებული.
დღესვე, ვანის კულტურის ცენტრში სახალხო ზეიმის აღსანიშნავად თავისუფალი თეატრის სპექტაკლი ,,ხვალ შობაა“ გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კი ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |