სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში პროგრამა ,,ქართული ჩაის“ ფარგლებში კოოპერატივმა ,,ხავერდოვანი ჩაი“ დაფინანსება მიიღო და 10,50 ჰა მიწის ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტირებას მოახდენს. საქართველოს მასშტაბით აღნიშნული კოოპერატივი პირველია, რომელმაც პროგრამის ეგიდით დაფინანსება მოიპოვა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე ჭიათურაში დაფინანსებულ კოოპერატივს ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
კოოპერატივი „ხავერდოვანი ჩაი“ პროგრამაში 2016 წლის 18 მაისს ჩაერთო და 10,50 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 25,725 ლარს შეადგენს. მას შემდეგ რაც რეაბილიტირებული პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში შევა (24-36 თვე) სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ჩაის პირველადი გადამუშავების ყველა საჭირო ინვენტარი.
პროგრამა ,,ქართული ჩაის“ მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა და საექსპორტო
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |