სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციამ თერჯოლის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების მონიტორინგი განახორციელა. სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ, ღვანკითი-ტელეფა-რუფოთის რეაბილიტირებული გზა მოინახულეს. 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 417 262 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული მონაკვეთი ერთმანეთთან 10-ზე მეტ სოფელს აკავშირებს და ამ დრომდე სრულად ამორტიზებული იყო. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
მონიტორინგის ფარგლებში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოფელ ზედა ალისუბნის ახლადაშენებული საბავშვო ბაღიც დაათვალიერეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 221 693 ლარით არის დაფინანსებული. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ სოფელში პირველად დაიწყო ფუნქციონირება და იგი 55 ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღში 19 ადგილობრივია დასაქმებული.
დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში გასვლითირეგიონულითათბირი გაიმართა. მხარეებმაიმერეთის რეგიონულისამსახურებისუფროსებისგან 2016 წელსსხვადასხვასფეროებშიგანსახორციელებელიპროექტებისშესახებმოისმინესინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტების გაზიფიცირების საკითხს დაეთმო. ,,სოკარ ჯორჯია გაზის“იმერეთის ორგანიზაციის დირექტორის დავით ჯაიანის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეგიონში 1300 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობა განხორციელდა და 12 700 აბონენტს მიეწოდა ბუნებრივი აირი. 2016-2017 წლებში კი დამატებით 20 000 ოჯახი გაზიფიცირდება. რეგიონულთათბირზეინფრასტრუქტურულპროექტებზეციმსჯელეს, ადგილობრივმათვითმმართველობებმაიმერეთისსამხარეოადმინისტრაციისგანშესაბამისირეკომენდაციებიმიიღეს.
იმერეთშისახელმწიფორწმუნებულის–გუბერნატორისადმინისტრაციამსგავსიტიპისშეხვედრებსმუნიციპალიტეტებშითვეშიერთხელ, რეგიონშიგანსახორციელებელისამუშაოებისეფექტურობისადაეფექტიანობისგაზრდისმიზნითატარებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |