სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში დილიდანვე დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო, რომელიც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის მოადგილეებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა შვილებთან ერთად დაათვალიერეს და ეროვნული დღესასწაული საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცეს. ღონისძიებებს ასევე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ესწრებოდნენ.
დამოუკიდებლობის 25–ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიაც გაიმართა.
დღესვე, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა სახის გასართობი და შემოქმედებითი ღონისძიებებია დაგეგმილი. მსურველებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ ყვავილების გამოფენის, პატიმრების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვის, სპროტული და საბავშვო წარმოდგენების მონახულება. ცენტრალურ მოედანზე 20:00 საათზე გალა–კონცერტი გაიმართება, დღეს კი ტრადიციულად ფოიერვერკი დაასრულებს.
26 მაისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან ერთად, ქვეყნის ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას, დაბადების დღეა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |