სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პროექტის "დაბრუნება სკოლაში" ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი პირველ საჯარო სკოლას ეწვივნენ. აღნიშნული პროექტი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ არის ინიცირებული და მაღალი თანამდებობის პირების, ცნობილი ადამიანების საკუთარ სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან და პედაგოგებთან შეხვედრებს ითვალისწინებს.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ლექცია–სემინარი ჩაუტარეს ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ. ბავშვებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შემდეგ არსებულ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე.
დღესვე, ესეების კონკურსში გამარჯვებული პირველი საჯარო სკოლის სამი მოსწავლე დაჯილდოვდა. იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა ასევე, სკოლის მუზეუმს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისგან სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |