სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისი და ჩინეთის რესპუბლიკის შანდონგის პროვინცია ლაივუ დამეგობრდნენ. დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი, რომელიც ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ჩინური მხარისთვის პრეზენტაცია გამართა, სადაც ქალაქის ეკონომიკური პოტენციალი, სტრატეგია და შესაძლებლობები იყო წარმოდგენილი. თავის მხრივ ქალაქ ლაივუს დელეგაციამ ვიდეორგოლი აჩვენა, რომელშიც ქალაქის განვითარების დონე და მიღწევები იყო ასახული.
შეხვედრას "ჰუალინგ ჯგუფის" გენერალური დირექტორიც ესწრებოდა, რომელმაც რეგიონში განსახორციელებელ ინვესტიციებზე ისაუბრა. კომპანია იმერეთის რეგიონში უახლოეს მომავალში ჩაის წარმოების აღორძინებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში შერჩეულ ადგილებში თანამედროვე ტიპის ჩაის პლანტაციები გაშენდება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |