სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იმერეთში გრძელდება

18 მაისი, 2016

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი იმერეთის რეგიონში გრძელდება. 

პრეზიდენტმა დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, გელათის სამონასტრო კომპლექსი და გელათის აკადემია დაათვალიერა. 

გიორგი მარგველაშვილი ასევე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტებს შეხვედრაზე შეკითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდათ. დღესვე, პრეზიდენტმა უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა "ოქროს ჩარდახში" ქართული სამოსის გამოფენაც დაათვალიერა.