სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფოიეში და მოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. გამოფენას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული.
გამოფენაზე დამთვალიერებელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალების ნახვა შეეძლო. ექსპონატებს შორის ისეთი ნივთებიც იყო, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.
მსგავსი ტიპის გამოფენის გამართვა საქართველოს 9 ქალაქშია დაგეგმილი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |