სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, ხელოვნების ფესტივალ "ქართული სულის" ფარგლებში კონცერტი გაიმართა. კონცერტში ცნობილი ანსამბლი "ქართული ხმები" იღებდა მონაწილეობას, რომლის სოლისტი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეა. დღესვე, ფესტივალის უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით, იმერეთის გუბერნატორი სპეციალური სიგელითაც დაჯილდოვდა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალი "ქართული სული" საქართველოში უკვე 13წელია იმართება. ქუთაისში კი მეორედ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |