სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ხონელებმა გიორგობის დღესასწაულთან ერთად "ხონელობაც" აღნიშნეს". სახალხო ზეიმი მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა–ლოცვით დაიწყო, შემდეგ კი ღონისძიებებმა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გადაინაცვლა, სადაც მოეწყო გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები და ხონის საპატიო მოქალაქეები დასახელდნენ.
სადღესასწაულო აქტივობებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
"ხონელობის" ტრადიცია მეშვიდე საუკუნით დათარიღებული ლეგენდიდან იღებს საფუძველს, რომლის თანახმად, წმინდა გიორგის მარჯვენა ილორის წმინდა გიორგის ტაძარში, ხოლო მეორე ხელი ხონის წმინდა გიორგის ტაძარში ინახება. შესაბამისად, ხონში გიორგობას ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |