სიახლეები

იმერეთში ''გვირილობა 2016'' საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება

3 მაისი, 2016

გვირილობის დღესასწაული ქუთაისში ბაგრატის ტაძარზე ქალაქის დალოცვით დაიწყო. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ჩოხოსნები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წელს დღესასწაული იმერეთის რეგიონში განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნება. გვირილობის კვირეულის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ყვავილებისა და წიგნების ფესტივალი, თეატრალიზებული სანახაობები, ფლეშმობები, იმერეთის მუნიციპალიტეტების ღონისძიებები მუხნარის ტყეში, სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობებში, გამოფენები, საქველმოქმედო და გალა კონცერტი.