სიახლეები

პროექტი ,,იმერეთის ხმა'' დასრულდა

24 აპრილი, 2016

 

მუსიკალური პროექტი იმერეთის ხმა დასრულდა. გრან–პრის მფლობელი ზესტაფონში არსებული რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლა გახდა, ასევე, გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულებიც.

 ,,პროექტის მიზანია  ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და ხელშეწყობა. ერთგვარად ეს პროექტი ბევრი ახალგაზრდისთვის არის სტიმული უფრო მეტი იშრომოს და არამარტო ღირსეული კონკურენცია გაუწიოს თითოეულ მონაწილეს, არამედ თავად გახდეს გამარჯვებული“–აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.

პროექტი ,,იმერეთის ხმა“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით მეორე წელია მიმდინარეობს და მასში 12–ვე მუნიციპალიტეტია ჩართული. წელს კონკურსში 45 ახალგაზრდა მონაწილეობდა. გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა.

გრან–პრის მფლობელს, ასევე, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისგან საჩუქრები  გადაეცათ.