სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ, სოფელ სხვიტორში საექსპოზიციო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. საექსპოზიციო დარბაზის რეაბილიტაცია ივლისში დასრულდება, სამუშაოებზე 25-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 470 776 ლარია.
საჩხერეში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებიც ხორციელდება. მაჭავარიანის ქუჩაზე ძალოსნობის დარბაზის მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 160 000 ლარით არის დაფინანსებული.
დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ბაჯითში დასრულებული გზის პროექტიც დაათვალიერეს. 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარი დაიგო. სამუშაოების ღირებულებამ 712 000 ლარი შეადგინა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |