სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ერთობლივი პროექტი "იმერი" დასრულდა. პროექტის შედეგები მოწვეულ სტუმრებს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო თვალთვაძემ გააცნო. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში 9 მუნიციპალიტეტიდან პრობლემური დასახლებები შეირჩა, სადაც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ აქტიური მოქალაქეებისათვის ტრენინგები ჩაატარა შემდეგ თემებზე: მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინფორმაციის საჯაროობა, პრობლემათა ადვოკატირების მექანიზმები და ლობირება. ასევე, დაიწყო სატელევიზიო გადაცემების ციკლი ტელეკომპანია რიონის პირდაპირ ეთერში. საანგარიშო პერიოდში სულ 23 გადაცემა გავიდა, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგებლები და გამგებლის რწმუნებულები იღებდნენ.
პროექტის მიმდინარეობისას ადგილობრივებს ისეთი პრობლემები მოუგვარდათ ან მოგვარების გზები დაისახა, როგორებიცაა: საბავშვო ბაღის მშენებლობა, გაზიფიცირება, გზების რეაბილიტაცია და ა.შ. "იმერის" ყველაზე დიდ მიღწევას სოფელ სახულარის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნულ დასახლებაში შუქი ამ დრომდე არ ყოფილა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |