სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია სრულდება. მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა დაათვალიერეს. რეაბილიტაციის შედეგად 12 სოფლის 4 750 ჰექტარი მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულება 3 491 000 ლარს შეადგენს.
იმერეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 14 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური ღირებულებაც 9 166 000 ლარია. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 970 ჰექტრიდან 12 000 ჰექტრამდე გაიზარდა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |