სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
რეგიონებსა და ადგილობრივი თავითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტების მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგეობის წევრებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გამართეს. პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მინდია ღლონტმა, მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეებთან, ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსებთან ერთად, შესყიდვებთან და სატენდერო პირობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
მხარეებმა 2015 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელეს და მუნიციპალიტეტებს შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, 2014 წელს იმერეთის რეგიონში ყველა პროექტი ასი პროცენტით შესრულდა, მიმდინარე წელს კი არსებული სტანდარტები გაიზრდება და პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის გაუმჯობესებას მიენიჭება.
2015 წელს იმერეთის რეგიონი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 44 მილიონ ლარს მიიღებს, აქედან 15 მილიონს ქუთაისი აითვისებს.
მსგავსი ტიპის შეხვედრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში პერიოდულად იმართება და მის მიზანს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |