სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ჭიათურა–ზოდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს. რეაბილიტაცია გზის 3 კილომეტრზე მეტ მონაკვეთს ჩაუტარდება, აღნიშნული საავტომობილო გზით ხუთი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულებაა 979 674 ლარს შეადგენს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ასევე, მემორიალი-რგანი-ხრეითის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. ასფალტის საფარი 2 კილომეტრსა და 600 მეტრის მონაკვეთზე დაიგება. პროექტი 789565 ლარით არის დაფინანსებული.
ჭიათურაში შიდა ეზოების მოასფალტების პროცესიც მიმდინარეობს. მოასფალტდება ფრანგიშვილის ქუჩა, სადაც გზის რეაბილიტაცია 70–იანი წლების შემდეგ აღარ მომხდარა. აღნიშნული პროექტის ღირებულებაა 336998 ლარია.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სულ 2929617 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტირდება ქალაქის 20 გზა და მოწესრიგდება შიდა ეზოები, დაგეგმილია 14 სოფლის საუბნო გზის მობეტონება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |