სიახლეები

ქუთაისის მერია ISO სერთიფიკატის მფლობელია

20 აპრილი, 2016

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ვულოცავ ISO სერთიფიკატის მინიჭებას. მოხარული ვარ რომ ქუთაისის მერია პირველია თვითმმართველობებს შორის, რომელმაც აღნიშნული ხარისხის ნიშანი მიიღო. ვისურვებდი რომ მსგავსი ტიპის სწორი და ეფექტიანი მენეჯმენტი იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დაინერგოს ეტაპობრივად. ძლიერი გუნდი საჯარო დაწესებულების  წარმატების განმსაზღვრელია, ქუთაისის მერიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ წინსვლის დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა გააჩნია". – აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

 ISO ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტია. სერთიფიკატის ფლობა ორგანიზაციის საქმიანობის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.