სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ვანის მუნიციპალიტეტში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა. სოფელ ამაღლებაში 2.5 ჰა. მიწის ფართობზე 3 500 ძირი ხე დაირგო. აქციაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე და ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ ჩართულები.
იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის აქცია 12 – ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. მხარეში სულ 57 000 ძირი ხე 27 ჰა–ზე დაირგვება. აღნიშნული ღონისძიების მიზანს ქვეყანაში მწვანე საფარის გაზრდა და ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება წარმოადგენს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |