სიახლეები

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

14 აპრილი, 2016

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

,,დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებელია, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას, ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს მოქალაქეს შეისწავლოს და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი“, – აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.