სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კოპიტნარის დასახლებაში არსებული მე–8 საბავშვო ბაღი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 80–მდე ბავშვზეა გათვლილი. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, ფონდი სოხუმისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში“ ინიციატივით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წელს წყალტუბოში 3 საბავშვო ბაღის ინვენტარიზაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 6000 აშშ დოლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი შეიძინეს.
ბოლო 30 წლის განმავლობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბაღების ინვენტარიზაცია არ მომხდარა, 2015 წელს კი ყველა დაწესებულებაში ახალი ავეჯი შეიტანეს.
ამ დროისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 18 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომლებიც 1500 აღსაზრდელს ემსახურება, ოთხი მათგანი მიმდინარე წელს აშენდა. 2016 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ფარცხანაყანებში, ქვიტირში, ცხუნკურსა და ხომულში გაიხსნება.
ბაღების ინვენტარიზაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი დაესწრნენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |