სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში მხარის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის უფროსებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ცოტნე ზურაბიანი და მოადგილე დავით გორდელაძე ესწრებოდნენ. მხარეებმა რეგიონში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები განიხილეს.
თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელმა ლევან როხვაძემ ფესტივალ "თეატრალური იმერეთის" მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში პროგრამების მომზადება და წარდგენა დაევალათ.
დღესვე, მუსიკალური ფესტივალის "იმერეთის ხმა" მოწყობის შესახებ იმსჯელეს. ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში შესარჩევი კონკურსები მოეწყობა, გამოვლინდებიან კონკურსანტები, ჩატარდება საკონკურსო ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია შედგება.
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა საორმასიო ღონისძიებები იყო. მხარეებმა ეთნოგრაფიული კუთხეების მოწყობაზე, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენაზე, სპორტულ ღონისძიებებსა და სხვა ჩასატარებლი ღონისძიებების ორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელეს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |