სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორიგივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი გიგა ღავთაძე სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში გაემგზავრნენ. აღნიშნული ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მიერ არის ორგანიზებული და მიზნად ისახავს იმერეთსა და ფრიბურგის კანტონს შორის სამომავლო თანამშრომლობის ინიცირებას, იმერეთის პოტენციალისა და შესაძლებლობების გაცნობას შვეიცარიული მხარისათვის.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ფრიბურგის კანტონის პრეზიდენტთან მარი გარნიესთან დაფრიბურგის უნივერსიტეტის რექტორთან ასტრიდ ეპინესთან. დელეგაცია მოინახულებს სოფლის მეურნეობის საწარმოებს, ასევე ხეზე და ტყის ნარჩენებზე მომუშავე უახლეს ელექტროსადგურს. შეხვედრები გაიმართებაფრიბურგის კანტონის ტურიზმის ადმინისტრაციასადა ადგილობრივიბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთანაც.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |