სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ, იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„1989 წლის 9 აპრილი არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას. ათასობით ქართველი ახალგაზრდა შიშველი ხელით წინ აღუდგა საბჭოთა მმართველობას. ჩვენი ვალია ამ ადამიანების გმირობა გავიხსენოთ და დაღუპულთა სულებს პატივი თითოეულმა ქართველმა მივაგოთ"–განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |