სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარემოს დაცვისსამინისტროს წარმომადგენლებმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესა და პირველ მოადგილე პაატა ნადირაძესთან ერთად, ზესტაფონი – ბაღდათის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ახალი პროექტი განიხილეს. პროექტის მიხედვით მდინარე ყვირილაზე 115 მ. სიგრძისა და 11 მ. სიგანის (ორმხრივი ) ახლი ხიდის აგება იგეგმება, რომლის მშენებლობაც დაჩქარებული წესით დაიწყება. ხიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მისი გამოყენება არა მარტო ბაღდათი – ზესტაფონი, არამედ შემოვლითი გზით სარგებლობის დროსაციქნებაშესაძლებელი.
ახალი ხიდის აგების შემდეგ ძველი ხიდის დემონტაჟი მოხდება. პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |