სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ქუთაისმა საქართველო-ლატვიის რეგიონულ ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ლატვიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელიტა გაველე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ლატვიის ქალაქ ჯელგავას მუნიციპალიტეტის მერი ანდრის რავინსი, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ლატვიის მხარის ოფიციალური დელეგაცია.
მხარეებმა იმერეთისა და ზემგალის რეგიონების ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის თაობაზე ბიზნეს წინადადებები წარმოადგინეს. ასევე, ბიზნეს სესია გაიმართა, სადაც თემატური მიმართულებები იყო: საზოგადოებრივი ეკოლოგიური ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების გადამზადება ლატვიაში, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება ლატვიაში და სოფლის მეურნეობის რჩევები ლატვიიდან.
ლატვიის ბიზნეს წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავდა ორი რეგიონის მუნიციპალიტეტების დამეგობრებასა და ბიზნეს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |