სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველო–ლატვიის რეგიონულ ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ლატვიის ქალაქ ჯელგავას მუნიციპალიტეტის მერი ანდრის რავინსი ესწრებოდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ორი რეგიონის მუნიციპალიტეტების დამეგობრებაზე ისაუბრეს.
ბიზნეს ფორუმი ქუთაისში 7 აპრილს გაიმართება. ლატვიის დელეგაციის წარმომადგენლები ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრეწველობის სფეროებში არსებულ მიღწევებს გაუზიარებენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |