სიახლეები

იმერეთში მსოფლიო სპორტის დღე მასშტაბურად აღინიშნა

6 აპრილი, 2016

იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსის "მოგზაურობა ოლიმპიურ სამყაროში" გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებს სპორტის დღე იმერეთში სახელმწიფო რმწუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ მიულოცა და მათ სპეციალური სიგელები გადასცა. დღსვე, საჯარო ბიბლიოთეკას საჩუქრად ოლიმპიური ენციკლოპედიის ხუთტომეული გადეცა.

სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორი და მხარდამჭერი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ორგანიზაცია არიან.

1896 წლის 6 აპრილს ათენში პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. სწორედ აღნიშნული ღონისძიების პატივსაცემად გამოცხადდა ეს თარიღი სპორტის საერთაშორისო დღედ.