სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პროექტის „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა რეგიონულ დაგეგმარებაში" ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, საეა-ის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორს პაატა კლდიაშვილსა და საია-ს ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორს ნოდარ ჯიქიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნული პროექტის შესახებ ისაუბრეს, რომლის მიზანსაც რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ პროექტის იმპლემენტაციის პროცესში სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
აღნიშნული პროექტი „სიდას" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრი ორგანიზაციების მიერ (R-CSN) ხორციელდება, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ „რეგიონული და ადგილობრივი განვითრების გაძლიერების" პროგრამის ფარგლებში.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |