სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
2015 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საავტომობილო გზების რეაბილიტაცია როგორც ქალაქის ასევე, სოფლის გზებზე განხორციელდა. მათ შორის ისეთ სოფლებში სადაც ათეულობით წლებია გზის საფარი არ ყოფილა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2016 წლის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურული პროექტებია. სამუშაოები ამ კუთხით ინტენსიურად მიმდინარეობს. გზების რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: ქვედა საზანო, ზორვეთი, ბოსლევი, კვალითი, კლდეეთი, წიფლავაკე, არგვეთა და ილემი. გზის საფარის მოწყობა ქალაქის ქუჩებზეც განხორციელდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |