სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხარაგაულის რაიონის სოფელ მარელისში ტყის განახლების პროექტის ფარგლებში 2 500 ძირი აკაციის, იფანისა და წიწვოვანი ხის ჯიშის ნერგები დაირგო. აქცია იმერეთის სატყეო სამსახურისა და სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით განხორციელდა.
ტყის განახლების პროექტი პერმანენტურად გაგრძელდება და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
აქციაში მონაწილეობა მიიღო იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსმა მამუკა ცინცაძემ და ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლებმა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |