სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რმწუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მწერალ თეიმურაზ ლანჩავას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცეს. ღონისძიებას საზოგადოება "ქუთაისელის" წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა მწერალს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მისი შემოქმედება გაიხსენეს.
თეიმურაზ ლანჩავა 1947 წლის 25 აპრილს ქ. ქუთაისში დაიბადა. მას გამოცემული აქვს 20 პროზაული და 10 პოეტური კრებული. ლანჩავას ნოველები და მოთხრობები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. წლების განმავლობაში იყო გამომცემლობა „საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „ნიანგის“ კორესპონდენტი და გაზეთ „ქუთაისის“ რედაქტორის მოადგილე.
თეიმურაზ ლანჩავას მინიჭებული აქვს ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშავალას, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ლეონიძის, აბუსერიძე ტბელის, ოთარ მამფორიასა და მუხრან მაჭავარიანის პრემიები.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |