სიახლეები

ქუთაისში პუბლიცისტ სიმონ არველაძის იუბილე აღინიშნა

31 მარტი, 2016

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პუბლიცისტ სიმონ არველაძის 95 წლის იუბილე აღინიშნა. თეატრის სცენაზე "მარჯანიშვილელების" მონაწილეობით მცირე წარმოდგენა გაიმართა და სიმონ არველაძის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება მოეწყო. პუბლიცისტს იუბილე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიულოცეს, რომლებმაც იუბილარს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, საქართველოს პარლამენტის წევრები: ელისო ჩაფიძე, ომარ ნიშნიანიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

სიმონ არველაძე 1921 წლის 15 თებერვალს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში დაიბადა. იგი 40 – მდე წიგნის, პუბლიკაციების, ნარკვევებისა და ეტიუდების ავტორია.