სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან 25 წელი გავიდა. ეს თარიღი ქუთაისისაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნეს. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. მომხსენებლებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ისტორიული ფაქტები გაიხსენეს.
1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვას: „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“– საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |