სიახლეები

''სოფლად სახლის'' პროექტის ფარგლებში იმერეთში 93 სახლი შეისყიდეს

30 მარტი, 2016

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა, "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილ იზოლდა მანდარიას 6 – სულიან ოჯახს ესტუმრნენ. დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სამინისტრომ იზოლდა მანდარიას ოჯახს წყალტუბოში, კერძო სახლი საკარმიდამო ნაკვეთითა და 2 ჰექტარი ხეხილის ბაღით შეუძინა. მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პარალელურად ოჯახს შემოსავლის წყაროც გაუჩნდა.

2012 წლიდან დღემდე "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის სამინისტრომ 717 სახლი შეისყიდა, მათ შორის 93 იმერეთში.