სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან გასაუბრებას 16 კონკურსანტი გაივლის. სამხარეო ადმინისტრაციაში სულ სამი პოზიცია არის ვაკანტური. გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობა 117 - მა ადამიანმა მიიღო.
დაწუნებული კონკურსანტებიდან საპრეტენზიო კომისიას მხოლოდ ერთმა მათგანმა მიმართა, რომელსაც წერილობით განემარტა, რომ კონკურსის შემდეგ ეტაპზე სავალდებულო დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის გამო ვერ გადავიდა.
სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსი შემდეგ პოზიციებზე იყო გამოცხადებული: რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |