სიახლეები

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

30 მარტი, 2016

ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით რიგით მე–16 სკოლა გაიხსნა. აღნიშნულის მიზანს 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული უნიკალური ქართული მრავალხმიანობის გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა წარმოადგენს.

სალოტბარო სკოლის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, ანსამბლ “რუსთავი”-ს დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

დღესვე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.