სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები ესწრებოდნენ.
საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტებში 2016 წელს განსახორციელებელ პროექტებზე, ტენდერების მიმდინარეობასა და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ევროპის რეგიონთა ასამბლეაში იმერეთის გაწევრიანების შესახებაც ისაუბრეს. ასევე, 2016 წლის განმავლობაში პროექტ ,,ეტალონი“-ს განხორციელებასთან დაკავშირებით პროექტის ხელმძღვანელმა გოჩა ტყეშელაშვილმა იმსჯელა.სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სამმართველოს წარმომადგენელმა კი განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გააცნო. დღევანდელ შეხვედრაზე ინფორმაცია ქუთაის ქალაქობის აღნიშვნასთან დაკავშირებითაც მოისმინეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |