სიახლეები

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა იმერეთში

25 მარტი, 2016

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან და ვიცე–გუბერნატორ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა. მხარეებმა 2016 წელს განსახორციელებელ პროექტებზე, ტენდერების მიმდინარეობასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მიზანს რეგიონებში პროექტების დროულად, ხარისხიანად და სხვა ყველა შესაბამისი პირობის დაცვით განხორციელება წარმოადგენს.