სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: იოსებ ხახალეიშვილმა და გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის პირველი ფაზა დაათვალიერეს. ასევე, წყლის სინჯების აღების პროცესს გაეცნენ და ფოტო გამოფენა მოინახულეს, სადაც იმერეთსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დასრულებული პროექტები იყო წარმოდგენილი.
დღესვე, ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მხარის გუბერნატორმა გორკის ქუჩაზე მიმდინარე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები მოინახულეს.
ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ფაზა, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა, აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი 2013 წელს დაიწყო და მისი ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა ხორციელდება. პროექტის ღირებულება 86 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბოლოოდ მოწესრიგდება ქუთაისის სასმელი წყლის სისტემები და მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით. ამასთან, ქალაქში დაგეგმილია წყალარინების სისტემების მოწესრიგება, რომლისთვისაც, ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მილიონი ევრო უკვე გამოყო.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |